- პროექტის სახელი: ძაღლი ერთგული მეგობარია
- პროექტის მოკლე აღწერა:მოსწავლეები აკვირდებიან ძაღლისა და მისი ნაშიერის ზრდა-განვითარებას. იკვლევენ და იძიებენ მის ჯიშებს. მოიძიებენ ძაღლის შესახებ სხვადასხვა ინფორმაციებს.
- პროექტის სრული აღწერა:მოსწავლეები მოიძიებენ მასალებს ძაღლის შესახებ, მათი გამრავლებისა და ჯიშების შესახებ. ზოგი დააკვირდება ძაღლების გამრავლებას და მათ ზრდას. სისტემატურად გადაუღებენ სურათებს ლეკვებს, დახატავენ და თავიაანთ ნამუშევრებს,შექმნილ ფოტოებს განათავსებენ პროექტის ბლოგზე. გამოფენას მოაწყობენ სკოლაში, შეადგენენ ლეკვის განვითარებისცხრილებს და დიაგრამებს, დააკვირდებიან ზრდის ტემპებს და სხვადასხვა ფაქტორის გავლენას მასზე.
მოსწავლეები მოიძიებენ და წაიკითხავენ სხვადასხვა მასალას ძაღლების შესახებ და თავის მეგობრებს მუთხრობენ გონიერი ძაღლების შესახებ.
ძაღლი შინაური ოთხფეხია. ჯიშით ბევრგვარია. ზოგი ძაღლი ისეთი პატარაა, რომ კაცის ჯიბეშიც ჩაეტევა, ზოგი ისეთი დიდია, რომ ხბოს აჭარბებს. ზოგს ბალანი მოკლე აქვს, ზოგს-გრძელი, ზოგს-ხუჭუჭი, ზოგს-სწორი. ყველა ძაღლს თავი მოგრძო აქვს, კბილები დიდი და ბასრი, ენა განიერი და ადვილად გამოსაყოფი, ცხვირი ყოველთვის სველი და ცივი აქვს. ტანი გრძელია,-წინ განიერი, უკან-ვიწრო. ზოგს ყურები აცქვეტილი აქვს, ზოგს-კი ძირს ჩამოშვებული, მაგ. მეძებრებს. კუდი ძაღლებს მაღლა აქვთ შეკაუჭებული. წინა ფეხებზე ხუთი თითი აბიათ, უკანაზედ-ოთხი. თითებზე გრძელი ბრჭყალები ასხიათ. ძაღლმა სუნის აღება ძლიერ იცის. მოძრაობს და ხმაურობს, სხვადასხვანაირად დარბის, ხტუნავს, იკბინება, ხრავს, იყეფება, ღრინავს, ყმუის. წყალს ენით სლაპავს. ჭამს:ხორცს, პურს, ყურძენს, ხან ბალახს და ხრავს ძვლებს. ძაღლებს რბილი საჭმელი კბილებს უსუსტებს და უჩლუნგებს, ამიტომ ძვლები ხშირად უნდა ხრას და ამით გაიმაგრებს თავის კბილებს. ავად რომ გახდებიან, მოძოვილი ბალახით გულს ირევენ და ამით თავს ირჩენენ ხოლმე.
არცერთ შინაურ პირუტყვს არ უყვარს პატრონი, როგორც ძაღლს. ის ისეთი ერთგულია თავის პატრონის, რომ იმის საფლავზე თავი მოუკლავს. ძაღლი ერთგული მცველია კაცისა და იმის სახლის. ყველა ქვეყანაში კაცმა ძაღლი გაიშინაურა.
ძაღლს იყენებენ ნადირობაში, ის ნადირს და ფრინველის კვალს სუნით ადვილად პოულობს. მას ასწავლიან კარების გაღებას, მიხურვას, პირით ნივთების ტარებას და დაკარგულის მოძებნას. ციმბირში, ძაღლებს ცხენების მაგივრად ხმარობენ: რამდენიმე უღელს ძაღლს მარხილში შეაბამენ და დაარბენინებენ. არსებობს ისეთი ჯიშის ძაღლებიც არიან, რომლებმაც ცურვა კარგად იციან. ასეთ ძაღლებს აძებნინებენ წყალში დამხრჩვალ ადამიანებს.
ინგლისში ყავთ ისეთი ძაღლები, რომლებიც დაჩვეულნი არიან ცეცხლწაკიდებული სახლიდან გამოიყვანონ ყველა სულიერი, რომელიც კი შიგ მოყვება. ძაღლებმა მართლაც ბევრი ადამიანი გადაარჩინა დაწვას.
მოსწავლეები აგრეთვე შეადარებენ ცხოველსა და ადამიანს ერთმანეთს. გაარკვევენ რა მსგავსება და განსხვავებაა მათ შორის.
ადამიანი და ცხოველი ერთმანეთს გავს, იმით რომ ორივეს სიცოცხლე აქვს მინიჭებული, ე.ი. იბადებიან, ჭამენ, სვამენ, იზრდებიან, მრავლდებიან, მერე ბერდებიან და ბოლოს კვდებიან. აგრეთვე ცხოველივით ადამიანსაც თავისუფალი მოძრაობა შეუძლია. როგორც ცხოველს, ისე კაცს ხუთი გრძნობა აქვს. როგორც ადამიანს, ისე ცხოველსრამდენიმე წლის გამოცდილებაახსოვს, ე.ი. მეხსიერება აქვს. ცხოველები ადამიანივით მოსაზრებას იჩენენ:თავის დაცვაში, საჭმლის შოვნაში, ბინის ძებნაში, ბუდის კეთებაში, შვილების ყოლაში, იმათ აღზრდაში და სხვა მოქმედებაში.
განსხვავება რათქმა უნდა მათ შორის ბევრია:ადამიანი ყოველთვის თავის გრძნობასა, სურვილსა და აზრს სიტყვით გამოთქვამს. ცხოველი ამას მოკლებულია. წარმოდგენის ნიჭიც მარტო კაცის საკუთრებაა.მიზეზთა გამოძიების ნიჭიც მარტო ადამიანის თვისებაა. ადამიანს სინდისი აქვს, რომელიც კეთილისთვის აჯილდოვებს და ბოროტისთვის სჯის. ადამიანს მოთმინებაც შეუძლია.ცხოველები სურვილის მონები არიან,-მოთმინება საერთოდ არ იციან.
4. მონაწილეთა ასაკი: I-IV კლასები
5. ვადები\ხანგრძლივობა: 1 წელი
6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: მოსწავლეები მონაცემებს შეიტანენ ცხრილში, ააგებენ დიაგრამებს ძაღლებისა და ლეკვების ზრდა-განვითარებაზე. პროექტის ბლოგზე ატვირთავენ მოძიებულ მასალას(სურათები, ლიტ-რული მასალა, კინო....). შესრულებული ნამუშევრებისა და ფოტოების გამოფენის მოწყობა.
7.მოსალოდნელი შედეგები\პროდუქტები, რაც შეიძლება,შეიქმნას: შეიქმნება ბლოგი, სადაც მოსწავლეები გამოაქვეყნებენ თავიაანთ ექსპერიმენტული დაკვირვების შედეგებს.
8. სარგებელი სხვებისთვის: პროექტის განხორციელების შედეგად მოსწავლეები მეტს შეიტყობენ ძაღლის შესახებ: მის ზრდა-განვითარებაზე, თვისებებზე, საშიშროებაზე(ცოფი), ბავშვები ისწავლიან ცხოველებზე ზრუნვას.
მოსწავლეები შეიტყობენ აგრეთვე, რომ ცოფი მძიმე ვირუსული დაავადებაა. ცოფის ვირუსი გარემოში დაავადებული ცხოველის ნერწყვთან ერთად გამოიყოფა და დაკბენილის ორგანიზმში ჭრილობიდან ან ლორწოვანი გარსიდან ხვდება.
აგრეთვე, ისინი შეიტყობენ, რომ კბენისთანავე, ექიმთან ვიზიტამდე, ჭრილობა გულდასმით უნდა ჩამოიბანონ წყლით და საპნით. შემდეგ კანი ნაკბენის ირგვლივ უნდა დამუშავდეს იოდის სპირტხსნარით ან სპირტით და დაედოს სტერილური ნახვევი.
9.სამუშაო ენა: ქართული
No comments:
Post a Comment